პერსონალური გამოფენა

irina17 ოქტომბერს, 2014 წელს

 საბავშვო ხელოვნების სტუდიაში Happy Kids Art Club -ში

ჩატარდა ირინა ხომერიკის პერსონალური გამოფენა. 

ირინა სულ 7 წლისაა, მაგრამ გაგვაკვირვა თავისი შემოქმედებით.ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო მისი შემოქმედება 3 წლის ასაკიდან 7 წლამდე.

გამოფენაზე ვიხილეთ ნატურმორტები, პეიზაჟები, ნათლად ჩანს სიყვარული ცხოველებისადმი,რაც დიდ გავლენას ახდენს მის შემოქმედებაზე.

გავიდა ორი წელი პირველი პერსონალური გამოფენის შემდეგ და ირინა ისვ ემზადება გამოფენისათვის. ოქტომბერში ვიხილავთ ირინას ახალ ნამუშევრებს. ვუსურვოთ მას წარმატებები!!!